თავში

კაკადუ გადარჩა მას შემდეგ, რაც მას ორი იარაღიდან 5-ჯერ ესროლეს

კაკადუ გადარჩა მას შემდეგ, რაც მას ორი იარაღიდან 5-ჯერ ესროლეს
კაკადუ გადარჩა მას შემდეგ, რაც მას ორი იარაღიდან 5-ჯერ ესროლეს

სიდნეიში კაკადუ გადაარჩინეს, რომელსაც ორი სხვადასხვა იარაღიდან ჯამში 5-ჯერ ისროლეს. მაშველებმა მას მისტერ კოკი დაარქვეს და განაცხადეს, რომ ის ყველაზე გამძლე ფრინველი აღმოჩნდა.

დაჭრილი კაკადუ კამდენში მდებარე ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანეს. რენტგენმა აჩვენა, რომ მის სხეულში 5 ტყვია იყო ჩარჩენილი.

"ეს სახეობა საკმაოდ ხმაურიანია. სავარაუდოდ, კაკადუმ ვიღაც შეაწუხა. შეიძლება, მათ ბავშვებმაც კი ესროლეს. მე საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ფრინველს ან ცხოველს ესროლო. ეს საშინელებაა", - აცხადებს ვეტერინარი ლორენცი კროსტა.

დაჭრილ კაკადუს ოპერაცია ჩაუტარეს. ამჟამად ფრინველი რეაბილიტაციას გადის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system