თავში

კახა კალაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო - PHOTO

კახა კალაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო - PHOTO
კახა კალაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო  - PHOTO

თბილისის მერმა კახა კალაძემ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

დედაქალაქის მერი პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

"9 აპრილი არის დღე, რომელმაც ტრაგიკული ფურცელი ჩაწერა საქართველოს ისტორიაში. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ერთობის სიმბოლოდ იქცა. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და ამ ყველაფრისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს თბილისის მერის მოადგილეებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system