თავში

კახა გოგიძე: იმედია , ფილმთან ერთად, ქალებისთვის შარვლის ჩაცმის აკრძალვასაც არ მოითხოვენ - VIDEO

ფილმთან ერთად, ქალებისთვის შარვლის ჩაცმის აკრძალვასაც არ მოითხოვენ
კახა გოგიძე: იმედია , ფილმთან ერთად, ქალებისთვის შარვლის ჩაცმის აკრძალვასაც არ მოითხოვენ - VIDEO

ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მსახიობმა, კახა გოგიძემ report.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. კახა გოგიძის თქმით, არავის აქვს უფლება, შეზღუდოს სხვისი თავისუფლება და გადაწყვიტოს, სად და რომელ ფილმში ითამაშოს.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა ბათუმსა და თბილისში ხვალ, 8 ნიემბერს გაიმართება.

საზოგადოების ნაწილი ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს და, როგორც აანონსებენ, შეეცდებიან, ფილმის პრემიერა ჩაშალონ.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერამდე განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

უსაფრთხოების მიზნით, კინოთეატრ "ამირანისა" და კავეას კინოთეატრების ქსელში გახმაურებული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებამდე დაგეგმილი სხვა ფილმების სეანსები მოიხსნა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system