თავში

კახა კალაძე: ავტობუსებში კონდიციონერებს ვერ ჩავრთავთ

კახა კალაძე: ავტობუსებში კონდიციონერებს ვერ ჩავრთავთ
კახა კალაძე: ავტობუსებში კონდიციონერებს ვერ ჩავრთავთ

ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება. თბილისის მერის თქმით ამისთვის ყველაფერი მზად არის. კახა კალაძე კიდევ ერთხელ ახსენებს მოქალაქეებს , რომ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას პირბადე უნდა ეკეთოთ. ასევე, მისივე თქმით დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით კონდიცირება დროებით ვერ ჩაირთვება.

„ხვალიდან სრულყოფილად დაიწყებს მუშაობას როგორც მიკროავტობუსები, ასევე მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. შეზღუდვებს რაც შეეხება, ერთადერთი მოთხოვნა, რაც არის, ეს არის პირბადეებით ასვლა ტრანსპორტში და გადაადგილება. ასევე, რაც მოგვიწოდეს და გვითხრეს დარგის სპეციალისტებმა, დროებით კონდიცირება ვერ ჩაირთვება, სანამ ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. შემდეგ ვნახოთ, რა რეკომენდაციები იქნება“,- განაცხადა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system