თავში

კახა კალაძე დიზაინერებს მიმართავს

კახა კალაძე დიზაინერებს მიმართავს
კახა კალაძე დიზაინერებს მიმართავს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დიზაინერებს „ვარკეთილის“ მეტროს სადგურის დიზაინის შექმნაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროსადგურის განახლება უკვე დაწყებულია, თუმცა ამ დრომდე მეტროს დიზაინი ვერ შეირჩა. 

„დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება. დაწყებულია ვაგონების შესყიდვა და ძალიან მალე თბილისს ეყოლება ახალი, ევროპული ტიპის ვაგონები. გარდა ამისა, მიმდინარეობს მეტროს სადგურების რეაბილიტაცია. რამდენიმე სადგურზე ვესტიბიული და ქვედა ბაქანი მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროებს რეაბილიტაციას. ერთ-ერთი ასეთია მეტრო „ვარკეთილი“ და ამ დროის განმავლობაში ვერ შეირჩა დიზაინი. გვყავდა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც წარმოადგინა რამდენიმე ვარიანტი, თუმცა არც ერთი არ შეესაბამებოდა ჩვენს მოთხოვნებს. შესაბამისად, მინდა ვთხოვო დარგის სპეციალისტებს, დიზაინერებს, ვისაც სურს ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. თბილისს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, რომ „ვარკეთილი“ ერთ-ერთი ულამაზესი სადგური იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system