თავში

კახა კალაძე გიორგი ოთხმეზურის ოჯახს უსამძიმრებს

კახა კალაძე გიორგი ოთხმეზურის ოჯახს უსამძიმრებს
კახა კალაძე გიორგი ოთხმეზურის ოჯახს უსამძიმრებს

თბილისის მერი, კახა კალაძე ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„მინდა, მწუხარება გამოვთქვა ცნობილი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსის, გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო. დიდია მისი წვლილი საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის კვლევებში. ვიზიარებ გიორგი ოთხმეზურის ოჯახის წევრების, მისი ახლობლების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების დიდ გულისტკივილს“, - წერს კახა კალაძე Facebook-ზე.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system