თავში

კახა კალაძე გლდანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

კახა კალაძე გლდანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კახა კალაძე გლდანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

გლდანის რაიონიში, ვეკუას ქუჩაზე გზის საფარის დაგების სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო. კახა კალაძის თქმით, ამ უბანში რეაბილიტაცია გარკვეული დროით შეჩერებული იყო, თუმცა სამუშაოები განახლდა. მერის ინფორმაციით, ასფალტის ქვედა ფენების დაგება დეკემბრის ბოლომდე დასრულებულდება.

„სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემას. ამჟამად მიმდინარეობს დაერთებები. ამ პროექტის ფარგლებში შეიცვლება განათების ბოძები, ელექტროგადამცემი კაბელები კი მიწის ქვეშ განთავსდება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და საავტობუსე ზოლები,“- განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის მიხედვით ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისათვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტებიც. სარეაბილიტაციო მონაკვეთის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system