თავში

კახა კალაძე: გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლა ბევრი მიმართულებით გვიწევს

კახა კალაძე: გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლა ბევრი მიმართულებით გვიწევს
კახა კალაძე: გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლა ბევრი მიმართულებით გვიწევს

თბილისის მერმა კახა კალაძემ სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით, საზოგადოებას მერიის მიერ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები გააცნო. მან ვირუსთან ბრძოლაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში შემავალი სამსახურების თანამშრომლებს, მედიკოსებს და სხვა უწყებების წარმომადგენლებს დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

კალაძემ მიმართვა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. 

უკვე თვეზე მეტია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, რამაც დარტყმა მიაყენა სხვადასხვა სექტორს და სოციალური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა. ასე რომ, ამ გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლა დღეს ბევრი მიმართულებით გვიწევს და რომ არა იმ ადამიანების თავდადება, არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი – გმირობა, რომლებიც ე.წ. ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან ჩუმად, თავდაუზოგავად, დღეს ბევრად მძიმე შედეგები გვექნებოდა. პირველ რიგში, ეს ეხება მედიკოსებს, ეპიდემიოლოგებს, საპატრულო პოლიციის ბრიგადებს, მესაზღვრეებს. მადლობა მათ პროფესიონალიზმისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სახელმწიფო კრიზისული მენეჯმენტისთვის სამ მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system