თავში

კახა კალაძე კლინიკიდან გაწერეს

კახა კალაძე კლინიკიდან გაწერეს
კახა კალაძე კლინიკიდან გაწერეს

თბილისის მერი კახა კალაძე კლინიკიდან გაწერეს. მისი თქმით, თავს უკეთ გრძნობს და სახლში აგრძელებს მკურნალობას. 

"პირველ რიგში, მადლობით მინდა დავიწყო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მადლობას ვუხდი ექიმებს, ექთნებს, ვინც ჩართული იყო ჩემს გამოჯანმრთელებაში. აქვე მინდა დავასახელო რამდენიმე ექიმი - ბატონი ზურაბ ფაღავა, მამუკა ბოკუჩავა, ეკატერინე ხარხელი, ძალიან დიდი მადლობა მათ. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში, სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა",- თქვა კალაძემ. 

მისივე განცხადებით, მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელება არ იგეგმება. 

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვერტებრო - ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.

მოგვიანებით, კალაძის ექიმმა განაცხადა, რომ კვლევების შემდეგ პოლიტიკოსს ვერტებრო - ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა.

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაზუსტდა, მას იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system