თავში

კახა კალაძე: ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე გვაქვს

კახა კალაძე: ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე გვაქვს
კახა კალაძე: ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე გვაქვს

ჩვენი ქალაქი არის ყველაზე ლამაზი... ის მცდელობა, რომ ბავშვებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია და მოსწონთ საახალწლოდ მორთული თბილისი წაართვან და მოიპარონ, არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ჩვენი ქალაქი არის ყველაზე ლამაზი, საახალწლოდ განათებული და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეც გვაქვს. ის მცდელობა, რომ ბავშვებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია და მოსწონთ საახალწლოდ მორთული თბილისი წაართვან და მოიპარონ, ამ ადამიანებს ნამდვილად არ მივცემთ ამის შესაძლებლობას. ყველაზე მაგრად არის განათებული ქალაქი, ყველაზე მაგარი ნაძვის ხე გვაქვს, ყველაზე მაგარი კონცერტი გვექნება და ეს ტენდენცია და მიდგომები ყველგან და ყველაფერში გაგრძელდება",- განაცხადა კალაძემ. 

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც საზეიმოდ 25 დეკემბერს აინთო, მოსახლეობისა და პოლიტიკოსების ნაწილმა გააკრიტიკა. კრიტიკის საპასუხოდ კი, ქალაქის მერმა განმარტა, რომ ნატურალურ ნაძვის ხესთან მიმსაგვსება მსოფლიო ტრენდია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system