თავში

კახა კალაძე უცხოეთში გაემგზავრა - დედაქალაქის მერი ამბობს რომ მალე დაბრუნდება

კახა კალაძე უცხოეთში გაემგზავრა - დედაქალაქ
კახა კალაძე უცხოეთში გაემგზავრა - დედაქალაქის მერი ამბობს რომ მალე დაბრუნდება

" უცხოეთში მომიწია გამგზავრება, რამდენიმე დღე არ ვიქნები თბილისში",-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, იპოდრომის პარკის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მიმართვის ბოლოს კალაძე საზოგადოებას დაემშვიდობა და ჯანმრთელობა უსურვა. 

მისი თქმით, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს საკუთარ თავზე ცოტა ხნის წინ გამოცადა.

"დარწმუნებული ვარ რომ ქალაქს ძალიან მალე ექნება კიდევ ერთი ძალიან მაგარი რეკრეაციული სივრცე სადაც ყველა თაობის ადამიანი შეძლებს დასვენებას და განტვირთვას. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, ყველას მინდა მშვიდობა გისურვოთ, ჯანმრთელობა, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზეც გამოვცადე სამწუხაროდ. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად",- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ იპოდრომის პარკთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა რომ ამ პარკის პროექტირებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვერტებრო - ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.

მოგვიანებით, კალაძის ექიმმა განაცხადა, რომ კვლევების შემდეგ პოლიტიკოსს ვერტებრო - ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა.

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაზუსტდა, მას იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა.

თბილისის მერი, მკურნალობის შემდეგ, კლინიკიდან 4 აპრილს  გაწერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system