თავში

კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი ყვავილებით შეამკო. 

მისი თქმით, ეს თარიღი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. 

„ეს არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი დავკარგეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ასევე, უნდა აღინიშნოს შემდეგი დღეები, როდესაც ახალგაზრდები ჩაერთნენ სალიკვიდაციო სამუშაოებში, რამხელა ძალა დაინახა საზოგადოებამ მათი სახით. მინდა, 6 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, ვინც გვერდით ედგა დაზარალებულებს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათთვის ტკივილი შეემსუბუქებინა", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ დედაქალაქში აღდგენითი ღონისძიებები განხორციელდა. დამონტაჟდა სამონიტორინგო და საალარმე სისტემა, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კონკრეტული არეალის კონტროლი, საიდანაც მეწყერი წამოვიდა. 

ამასთან, ხეობაში დამონტაჟდა ორი შემაკავებელი ცხაური. ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ვერის ხეობის გამაგრების სამუშაოები. 

კალაძის განცხადებით, ყველა რეკომენდაცია, რომელიც ექსპერტების მხრიდან იყო გაცემული, გათვალისწინებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system