თავში

კახა კალაძემ აფეთქების შედეგად დაზარალებულები მოინახულა

კახა კალაძემ აფეთქების შედეგად დაზარალებულები მოინახულა
კახა კალაძემ აფეთქების შედეგად დაზარალებულები მოინახულა

თბილისის მერი კახა კალაძე გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები სასტუმროში მოინახულა.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილს ასუფთავებენ. პარალელურად კი ექსპერტიზის ბიუროსგან ელოდებიან დასკვნას, იქნება თუ რამდენად უსაფრთხო იქნება დაზიანებულ კორპუსში მაცხოვრებლების დაბრუნება.

„აქ არის 15 ოჯახი. სხვადასხვა სასტუმროებში გადაგვყავს და ვანაწილებთ.

ჩვენ ყველას დიდი ყურადღება გვმართებს. ენერგეტიკის სამინისტრომ და “თბილისი ენერჯიმ” დაიწყო გამკაცრებული მიდგომები და შემოწმებები. სამწუხაროა, რომ არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები [შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს] კარს არ უღებენ და სახლში არ უშვებენ. ერთი შეცდომით შეიძლება გავაუბედუროთ ძალიან ბევრი ადამიანი და ბევრი ოჯახი, რაც უმძიმესია. რიგით მოქალაქეებს გვმართებს დიდი ყურადღება. მომთხოვნები უნდა ვიყით ერთმანეთის მიმართ “, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system