თავში

კახა კუჭავა ბადრი ჯაფარიძის ინიციატივას პასუხობს

კახა კუჭავა ბადრი ჯაფარიძის ინიციატივას პასუხობს
კახა კუჭავა ბადრი ჯაფარიძის ინიციატივას პასუხობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ძალადობასა და სანქციასთან დაკავშირებით „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლის ბადრი ჯაფარიძის ინიციატივას პასუხობს და აცხადებს, რომ ამაზე ერთობლივად უნდა იმსჯელონ.

„ძალადობასა და სანქციებთან დაკავშირებით ერთად შეგვიძლია ვიმსჯელოთ და არ მგონია ვინმე იყოს წინააღმდეგი, რომ ერთხელ და საბოლოოდ აღიკვეთოს სასესიო დარბაზში ძალადობები, მათ შორის ვგულისხმობ მანდატურების წინააღმდეგ ძალადობებს, კადრები ვნახეთ, დეპუტატები როგორ ექცევიან მანდატურებს. ერთად შეგვიძლია, მივიღოთ სანქციები. ცალმხრივად რომ არ გამოვიდეს, გთავაზობთ, მოვამზადოთ გარკვეული პროექტი, იქნება ეს რეგლამენტში ცვლილება თუ შიდა განაწესი. ამისთვის აგვისტოს თვე საკმარისია, რათა სექტემბრიდან უკვე ამუშავდეს. ქალბატონ ხატიაზე კადრები რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიუღებელია მსგავსი ქმედებები. 

ვიცი, დაწყებულია გამოძიება და მივადევნებთ თვალყურს, როგორ გაგრძელდება პროცესი. ფაქტია, არ შეიძლება მსგავს ქმედებებს არ ჰქონდეს შესაბამისი მკაცრი რეაგირება, რომ ერთხელ და საბოლოოდ დასრულდეს თუნდაც ქუჩაში მსგავსი ფორმის ქმედება, მით უმეტეს, როცა ინტერვიუს აძლევდნენ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system