
კახეთის ამ დრომდე "მწვანე ზონად" რჩება. რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ სტაბილურია. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 117 ნიმუშიდან 103-ის კვლევის პასუხი უკვე ცნობილია და COVID-19 ლაბორატორიულად არც ერთს არ დაუდასტურდა.