თავში

კახეთის ხუთი რაიონი დასეტყვას გადაურჩა

კახეთის ხუთი რაიონი დასეტყვას გადაურჩა
კახეთის ხუთი რაიონი დასეტყვას გადაურჩა

კახეთის 5 რაიონი  დასეტყვას გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი ავრცელებს. 

"სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური გამოყენების შედეგად 11 ივნისს კახეთის ხუთ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა.

რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემოსული ფრონტალური ტიპის ატმოსფერული ნალექის მასები ხუთ რაიონში სამ ეტაპად გავრცელდა. სეტყვასაშიში პროცესების გასანეიტრალებლად სისტემამ საერთო ჯამში 60 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.

პირველ ეტაპზე დღის 17:30 საათიდან ღრუბლის მასები სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში გავრცელდა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 9 მმ იყო.
18:00 საათიდან ღრუბელი უკვე თელავის რაიონშიც გავრცელდა, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 27 მმ იყო. დამუშავების შედეგად ღრუბელი შესუსტდა და 19:10 საათისთვის გასცდა დასაცავ ტერიტორიას.

18:16 საათიდან ღრუბლის მასებმა გურჯაანის და ყვარლის რაიონები მოიცვა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 58 მმ იყო.


სამივე ეტაპზე 18:11 სთ-დან 19:37 სთ-მდე სარაკეტო დამუშავება აკრძალული ზონების არსებობის პირობებში შეზღუდვებით მიმდინარეობდა.

ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა.

გარკვეული რაოდენობის სეტყვის მოსვლა ყვარლის რაიონში დასახლებული ტერიტორიების თავზე, სროლისთვის შეზღუდულ რაიონებში დაფიქსირდა,"-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი ავრცელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system