თავში

კახეთის რეგიონში ყველა სასაფლაო დაიკეტება

კახეთის რეგიონში ყველა სასაფლაო დაიკეტება
კახეთის რეგიონში ყველა სასაფლაო დაიკეტება

კახეთის რეგიონის ყველა სოფელსა და ქალაქში მდებარე მუნიციპალური სასაფლაო ხვალიდან ათი დღით დაიკეტება. ამის შესახებ გადაწყვეტილება კახეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საოპერაციო შტაბის წევრებთან ონლაინთათბირზე იქნა მიღებული. 

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაძლიერებული იქნება საპოლიციო კონტროლი. სოციალური ქცევის წესების დარღვევასთან დაკავშირებით, გატარდება სანქციები და დამრღვევთა მიმართ კანონით გათვალისწინებული ჯარიმები ამოქმედდება.
„ამ დღეებში ძალიან დიდი რაოდენობით შემოვიდა კახეთში მოსახლეობა თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან. ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება პანდემიის შესაძლო კერების გაჩენის თავიდან აცილებას. კახეთი დღემდე ინარჩუნებს ამ მხრივ სისუფთავეს, ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული რამდენად გააგრძელებს ეს რეგიონი თავის სუფთად შენახვას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system