თავში

კახეთში კორონავირუსზე 103 ტესტის პასუხი მიიღეს

კახეთში კორონავირუსზე 103 ტესტის პასუხი მიიღეს
კახეთში კორონავირუსზე 103 ტესტის პასუხი მიიღეს

კახეთის რეგიონში ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე 103 ტესტის პასუხი მიიღეს. 15 ანალიზის პასუხს დღის განმავლობაში ელოდებიან. 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, ნიმუშების აღება გრძელდება ცხელების ცენტრებიდან და კარანტინის სივრცეებიდან. ასევე, მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების კვლევაც. კერძოდ, ტესტები უტარდება სამედიცინო პერსონალს, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს, შშმ პირებს, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა და მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებსა და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალს, ასევე საბაჟოს თანამშრომლებს.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2 897 ნიმუში, აქედან 1001 მედპერსონალია, 882 კარანტინში მყოფი, 149 შშმ პირი.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 შემთხვევა დადასტურდა, 24 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. 

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 702 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 456 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კლინიკებში კორონავირუსით მკურნალობს სულ 234 მოქალაქე. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system