თავში

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მსახიობი კახი კავსაძე, რომელიც პოსტკოვიდური გართულებებით კლინიკაში მოათავსეს, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

როგორც Report.ge-ს პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

"კახი კავსაძე კვლავ რჩება კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა", - განუცხადა Report.ge-ს ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, კახი კავსაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ის კორონავირუსისგან განიკურნა და კლინიკიდანაც გაწერეს, თუმცა მოგვიანებით მსახიობს ფილტვების ანთება ისევ განუვითარდა., რის შემდეგაც კლინიკაში ხელახლა მოათავსეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system