თავში

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებითი ცნობა ვრცელდება

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებითი ცნობა ვრცელდება
კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებითი ცნობა ვრცელდება

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა მოხსნილია.

"შოკის ხარისხი შემცირებულია. კომპიუტერული ტომოგრაფიით ფილტვის დაზიანების ინდექსი საშუალოა. ბატონ კახის რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია აქვს და იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა კოვიდ 19-ს ახასიათებს ის, რომ რაც ორგანიზმში არის პათოლოგია, მის გამწვავებას იწვევს“, - განაცხადა რატიანმა.

85 წლის მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკაში შეყვანისას კრიტიკულად შეფასდა, თუმცა ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის პარამეტრები გაუმჯობესებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system