თავში

კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს ბინას ჩუქნის

კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს ბინას ჩუქნის
კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს ბინას ჩუქნის

თბილისის მერი კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომელთა ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბინას ჩუქნის. ამის შესახებ დედაქალაქის მერი ,,ფეისბუქის" გვერდზე წერს.

,,ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა,  უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, უბრალოდ ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო.

მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო.... მეგონა მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ.

მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ, ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს. ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? - ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია. 

მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას. 

გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის.

ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი", - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში გადაღებულ მამა-შვილის ფოტოს, მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებდნენ და წერდნენ, რომ თბილისის მერიამ ამ ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიც დაანგრია, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მამა-შვილი აღნიშნულ ტერიტორიაზე არ ცხოვრობს და არც მათი სახლი დაუნგრევიათ.

ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა, შემთხვევის დროს რამდენიმე პირი დააკავეს.

მომხდარს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკანონოდ მითვისებულ ტერიტორიაზე დემონტაჟს მხოლოდ მშენებარე ობიექტები დაექვემდებარა.

მისივე ინფორმაციით,შენობა-ნაგებობებს, სადაც ოჯახები ცხოვრობენ, არავინ შეხებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system