თავში

კახეთში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

კახეთში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
კახეთში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

კახეთში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

COVID-19-ზე კვლევის პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ინფიცირებული სასულიერო პირი, ყვარლის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სასულიერო პირის ინფიცირების წყარო ცნობილია. ეპიდემიოლოგები კონტაქტებს იკვლევენ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 12 841-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 329 პაციენტი და საერთო რაოდენობა 6 867-ს შეადგენს. გარდაცვლილია 102 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system