თავში

კალაძე: ახლა მთავარია დაკაავონ თავდამსხმელი

კალაძე: ახლა მთავარია დაკაავონ თავდამსხმელი
კალაძე: ახლა მთავარია დაკაავონ თავდამსხმელი

სპეცოპერაცია დასრულებული არ არის, ახლა მთავარია დააკავონ თავდამსხმელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მძევალი უვნებლად დაუბრუნდა ოჯახს.

"ჩვენი ხელისუფლებისთვის, მთავარი არის ადამიანი მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება მომავალში, შესაბამისად, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ სპეცოპერაციაში მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველა მძევლად აყვანილი ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. ახლა მთავარი არის ამ საქმის მეორე ეტაპის ბოლომდე მიყვანა, დაკავებული იყოს თავდამსხმელი და ამ მიმართულებით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები",- განაცხადა კახა კალაძემ

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system