თავში

კალაძე: გვჭირდება ერთიანობა პანდემიასთან ბრძოლაში

კალაძე: გვჭირდება ერთიანობა პანდემიასთან ბრძოლაში
კალაძე: გვჭირდება ერთიანობა პანდემიასთან ბრძოლაში

დღეს ევროპული ოჯახი, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ებრძვის უხილავ მტერს და ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა, გვჭირდება ერთიანობა პანდემიასთან ბრძოლაში", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ის შეუერთდა 2020 წლის ევროპოს დღეის მოწოდებას: "ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ".

კალაძის თქმით, თბილისი ყოველ წელს გასაკუთრებული სიყვარულით მასპინძლობს ევროპის დღეებს. 

"ეს არის მნიშვნელოვანი დღეები თბილისელებისთვის, ყველასთვის, ვინც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, ვისაც სწამს და სჯერა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის.

მიუხედავად იმისა, რომ წელს საზეიმო ღონისძიებები არ ტარდება, მინდა, მივულოცო ჩემს ქალაქს ევროპის დღეები საქართველოში და ვისურვო საერთო გამარჯვება მსოფლიოში არსებულ გამოწვევაზე.

გახსოვდეთ, თბილისი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ევროპული ქალაქი, მომავალ წელს ისევ დაგელოდებათ ევროპის მოედანზე“, – განაცხადა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system