თავში

კალაძე: იპოდრომის კორტების ადგილზე საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება

კალაძე: იპოდრომის კორტების ადგილზე საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება
კალაძე: იპოდრომის კორტების ადგილზე საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იპოდრომის კორტების ადგილზე, საცხოვრებელი კორპუსების პროექტი არ განხორციელდება. როგორც კალაძე აღნიშნავს, მას დაუბრუნდება ძველი სტატუსი და იქნება ისევ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი თავისი კორტებით.

„მონაცვლეობის საკითხი დავამთავრეთ. ეს ყაზახური ინვესტიცია იყო, რომელსაც ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი ტერიტორია წაართვა, საკუთარი მიწის ნაკვეთი ჩამოაჭრა ყოველგვარი ანაზღაურებისა და მოლაპარაკების გარეშე, იქ გაიყვანა გზა და ეს ადამიანები დატოვა ისე. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან და მივაღწიეთ იმას, რომ ვახერხებთ მონაცვლეობას. მინდა, საბურთალოელებს ვუთხრა, რომ კორტების ადგილზე შენობა-ნაგებობების, ანუ საცხოვრებელი კორპუსების პროექტი არ განხორციელდება, მას დაუბრუნდება ძველი სტატუსი და იქნება ისევ სპორტულ- გამაჯანსაღებელი ცენტრი თავისი კორტებით. ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს, თუ კერძო ინვესტორმა", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ 2018 წელს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ იპოდრომის მიმდებარედ, ე.წ. კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება და სპორტული კომპლექსი მოეწყობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system