თავში

კალაძე იტალიაში თბილისისთვის შეკვეთილი ნაძვის ხის დამზადების პროცესს ეცნობა - VIDEO - განახლებულია

კალაძე იტალიაში თბილისისთვის შეკვეთილი ნაძვის ხის დამზადების პროცესს ეცნობა - VIDEO - განახლებულია
კალაძე იტალიაში თბილისისთვის შეკვეთილი ნაძვის ხის დამზადების პროცესს ეცნობა - VIDEO - განახლებულია

დედაქალაქის მერი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია. 

როგორც report.ge-ს მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, კახა კალაძე აღნიშნულ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს ეცნობა. 

განათებების დამზადების პროცესი თბილისის მერმა ფეისბუქ ლაივის მეშვეობით ინტერნეტ-მომხმარებლებსაც გააცნო. 

კომპანია IDO SRL-მა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. 

ცნობისთვის, საახალწლო განათებებისა და ახალი ნაძვის ხის შესაძენად მერია მერია წელს 2.8 მილიონს დახარჯავს. 25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხეში შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტენდერში გამარჯვებულ იტალიურ კომპანიას 304,848 ევროს გადაუხდის, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით მილიონ ლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system