თავში

კალაძე: მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია

კალაძე: მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია
კალაძე: მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია. 

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მოსახლეობისთვის მგზავრობის ტარიფის გაზრდის გარეშე მოხერხდება. მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება. 

დედაქალაქის მერის განმარტებით, კომპანიასთან მოლაპარაკებები იოლი არ იყო, თუმცა. შეთანხმება შედგა. კალაძემ მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებს, მათ შორის ვიცე-მერს მადლობა გადაუხადა მიღწეული შედეგისთვის.

„დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება, მოწესრიგება და ორი კვირის წინ მივადექით საკმაოდ მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას, ეს არის მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხი, რომელიც დაევალა თბილისის ვიცე-მერს“,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ძველ მიკროავტობუსებს ყველანაირი თვალსაზრისით ამოწურული აქვს რესურსი და აღნიშნული ტრანსპორტით სარგებლობა მგზავრებისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. მან ასევე ხაზი გაუსვა გამონაბოლქვის პრობლემას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system