თავში

კალაძე: მიწების დატაცება წახალისებული არ იქნება ჩემი მერობის პირობებში

კალაძე: მიწების დატაცება წახალისებული არ იქნება ჩემი მერობის პირობებში
კალაძე: მიწების დატაცება წახალისებული არ იქნება ჩემი მერობის პირობებში

"სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება, მოპარვა, წახალისებული ვერ და არ იქნება ჩემი მერობის პირობებში",- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დღეს აფრიკის დასახლებაში განვითარებული მოვლენებს.

კახა კალაძე ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერიამ უკვე დასრულებული შენობიდან გამოყარა ადამიანები, სიცრუეა.

მისივე თქმით, დემონტაჟს მხოლოდ მშენებარე ნაგებობები დაექვემდებარა.

"დღეს ისნის რაიონში დატაცებულ მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე შენობა-ნაგეობის დემონტაჟი დაიწყო. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდარმღვევები, როგორც სიტყვიერად ასევე, წერილობით,  სამწუხაროდ გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია, რომ განეხორციელებინათ თავადვე დემონტაჟი. აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად დაიწყო დემონტაჟის პროცესი. ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და მემგონი ამაზე ყველა ვთანხმდებით, ვიცით რომ გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა და მხარდაჭერა მაგრამ ეს ადამიანები პატივს სცემენ კანონს, შეზღუდვებს, რეგულაციებს ყველაფერ იმას რაზეც დგას სახელმწიფო, რომ არა კანონის პატივისცემა დღეს ყველა ეს ადამიანი შეძლებდა უკანონოდ აეშენებინათ სახლი და შემდეგ ეთქვათ, რომ ეს მისი საკუთრებაა და არ უნდა შევეხოთ. ეს არის უსამართლობა და არავინ არც ერთი კანონმორჩილი მოქალაქე არ დაეთანხმება მსგავს უკანონობას", - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

მისივე თქმით, ბოლო წლებში მოქალაქეებმა, რომლებსაც რეგიონებში უფიქსირდებათ ქონება, თბილისში, სახელმწიფო მიწებზე უკანონო მშენებლობა დაიწყეს.

კახა კალაძე თაღლითურ სქემაზეც საუბრობს.

,,ეს მიწა არ არის კერძო პირის საკუთრება, ეს არის ჩვენი თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის საკუთრება და ეს პროცესი ამ ფორმით რა თქმა უნდა ვერ გაგრძელდება. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომელის უკან დგანან გარკვეული პირები ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ. თბილისის მერია ყველა ინფორმაციას მიაწვდის შესაბამის უწყებას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ორივე ქმედება მიწის დატაცება და უკანონო მშენებლობა არის დასჯადი, თუმცა ისინი არ ითვალისწინებენ არც ერთ გაფრთხილებას და აგრძელებენ უკანონო ქმედებებს. ყველამ იცის, თუ რა სასჯელს ითვალისწინებს დანაშაული ამავდროულა დ სახელმწიფო მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, არამედ, ეს ადამიანები პრეტენზიებს უყენებენ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს ამ მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის შეჩერება სხვაგვარად შეუძლებელია. ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ იმ პოლიტიკური პარტიების გაკეთებულ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო განცხადებებს, უფრო მეტიც, დანაშაულებრივ განცხადებებს, თითქოს, მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან, ამას ხაზს ვუსვამ, ისინი აკეთებენ განცხადებებს თითქოს ჩვენ ხალხი გამოვყარეთ დასრულებული სახლებიდან და ღია ცის ქვეშ დავტოვეთ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული ეს იყო მშენებარე და რა თქმა უნდა, მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები", - განაცხადა კახა კალაძემ

ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დღეს დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system