თავში

კალაძე: რაც გუშინ კუს და ლისის ტბებზე ხდებოდა, საგანგაშოა

კალაძე: რაც გუშინ კუს და ლისის ტბებზე ხდებოდა, საგანგაშოა
კალაძე: რაც გუშინ კუს და ლისის ტბებზე ხდებოდა, საგანგაშოა

კუს ტბისა და ლისის ტბის მიმდებარედ რაც გუშინ ხდებოდა, ეს იყო ძალიან საგანგაშო და ცუდი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს, მთავარია მოქალაქეობრივი თვითშეგნება. 

„გუშინ რაც ვიხილეთ, ეს იყო ძალიან საგანგაშო და ცუდი, რაც ხდებოდა კუს ტბისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს არის ძალიან საშიში. შესაბამისად, გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან. კორონავირუსთან ბრძოლაში მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს. აქ მთავარია ადამიანების კონსოლიდაცია, თვითშეგნება და მხარდაჭერა“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის, გასულ უქმეებზე, ლისისა და კუს ტბის ტერიტორიებზე ხალხმრავლობა იყო. ლისის ტბის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system