თავში

კალაძე: საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

კალაძე: საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება
კალაძე: საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

"საქართველოში უკვე გატარებულია ის ღონისძიებები, რაც საგანგებო მდგომარეობაში მყოფმა ქვეყნებმა მიიღეს",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ დადგება იმის საჭიროება, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

"შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. გატარებულია კონკრეტული ღონისძიებები. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნებს, სადაც შემოღებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ გატარებულია ის ღონისძიებები, რა გადაწყვეტილებებიც ჩვენ დღემდე მივიღეთ. თუ დადგება იმის საჭიროება, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. ამაში ჩართულია სხვადასხვა უწყებები, დარგის სპეციალისტები და ჩვენ ვითვალისწინებთ იმ საერთაშორისო რჩევებს, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული.

მათგან ორს ჩატარებული ტესტირების შედეგად ვირუსი აღარ დაუდგინდათ. განმეორებითი ტესტირება 24 საათის ინტერვალში მათ გამოჯანმრთელებას დაადასტურებს

კარანტინის რეჟიმში რჩება 439 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  64 პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system