თავში

კალაძე: საშინელმა ავტოკატასტროფამ ყველანი შეგვძრა

კალაძე: საშინელმა ავტოკატასტროფამ ყველანი შეგვძრა
კალაძე: საშინელმა  ავტოკატასტროფამ ყველანი შეგვძრა

"დღეს მომხდარმა საშინელმა ავტოკატასტროფამ ყველანი შეგვძრა", - წერს დედაქალაქის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელში.

"დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა. მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს. სიტყვები უძლურია ასეთ დროს... ვიმედოვნებთ, რომ სამი გადარჩენილი მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან", - წერს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემხვერპლა.

მგზავრთა ძებნის და იდენტიფიცირების სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება გრძელდება.
შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system