თავში

კალაძე: უგულავა არის ერთი თაღლითი, კრიმინალი, ქურდბაცაცა

კალაძე: უგულავა არის ერთი თაღლითი, კრიმინალი, ქურდბაცაცა
კალაძე: უგულავა არის ერთი თაღლითი, კრიმინალი, ქურდბაცაცა

უგულავა არის ერთი თაღლითი, კრიმინალი - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შესახებ დასმულ კითხვას. 

"ეს რომელია, სხვა გადმოსახედიდან რომ უყურებდა ქალაქს? უგულავა არ არის საინტერესო. უგულავა არის ერთი ჩვეულებრივი თაღლითი, კრიმინალი, ქურდბაცაცა" - განაცხადა კალაძემ. 

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს ჟურნალისტებთან სენატორების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრისას იკთხა: სად არის კახა კალაძე, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?!

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი ჯინა შაჰინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან და აღნიშნავენ, რომ საქართველო „უარს ამბობს“ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system