თავში

კალაძემ პარლამენტის შემოღობვის მიზეზი განმარტა

კალაძემ პარლამენტის შემოღობვის მიზეზი განმარტა
კალაძემ პარლამენტის შემოღობვის მიზეზი განმარტა

პარლამენტის წინ ღობის შემოვლების მიზეზზე თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ღობის შემოვლება სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, რომელიც დღეს დაიწყება. 

,,დღეს ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარლამენტის წინ, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მინდა, ჩემს მოადგილეს, ქალბატონ სოფო ხუნწარიას დავავალო 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც. დღეს სამუშაოების განხორციელება დავიწყეთ. ყველანაირად იქნება მოწესრიგებული იქ არსებული მდგომარეობა, როცა სამუშაოებს დავამთავრებთ, იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდება და გამწვანდება.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მწვანე ღობითაა შემოსაზღვრული. რკინის კონსტრუქციაზე მწვანე ფერის ქსოვილია შემოვლებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system