თავში

კალაძის პოსტების რეკლამირებისთვის საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა - თბილისის მერია

კალაძის პოსტების რეკლამირებისთვის საბიუჯეტო თან
კალაძის პოსტების რეკლამირებისთვის საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა - თბილისის მერია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება მისი პირადი სახსრებით ხორციელდება. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერიამ გაავრცელა. მათ აღნიშნეს, რომ  სოციალურ ქსელში კალაძის და დედაქალაქის მერიის გვერდები ერთმანეთისგან გამიჯნულია.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და აღნიშნული მომსახურებისთვის, საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა.

აქვე განვმარტავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის, მათ შორის: საქალაქო სამსახურების, გამგეობებისა და დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოციალური მედიის 33 ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საინფორმაციო პოსტების სპონსორობისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ იქნა შემდეგი ხარჯები: 2018 წელს - 137,139.41 ლარი; 2019 წელს - 143,590.42 ლარი; 2020 წელს - 58,117 ლარი; 2021 წელს - 15,028 ლარი", - აცხადებენ თბილისის მერიაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system