თავში

"ქალაქიდან ებრაელების ოჯახმა გაგვიყვანა, იქ საშინელება ხდება" - ყაზახეთში ჩარჩენილი ბაჩანა მელაშვილი

"ქალაქიდან ებრაელების ოჯახმა გაგვიყვანა, იქ საშინელება ხდება" - ყაზახეთში ჩარჩენილი ბაჩანა მელაშვილი
ქალაქიდან ებრაელების ოჯახმა გაგვიყვანა, იქ საშინელება ხდება -  ყაზახეთში ჩარჩენილი ბაჩანა მელაშვილი

ყაზახეთში ჩარჩენილი ანსამბლ "ილორის" წევრი, ბაჩანა მელაშვილი ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები ალმათიდან შედარებით უსაფრთხო ადგილზე, დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გადავიდნენ. 

მელაშვილის ინფორმაციით, ანსაბმბლის წევრები ყაზახეთში მცხოვრებმა, ებრაული წარმოშობის ოჯახმა შეიფარა. 

"ქალაქიდან გამოვაღწიეთ, გამოგვიყვანა ებრაელების ოჯახმა თავიანთთან სახლში. დღეს დაგვიკავშირდნენ, საკონსულოდანაც, ელჩიც მელაპარაკა და მითხრეს, რომ ამ ეტაპზე აქ უნდა დავრჩე, რახან თავშესაფარი ვნახე. დედაქალაქში ისე ახლოს ვიყავით მოვლენების ეპიცენტრთან, იქ არის სროლები, ერთამნეთის ცემა, მანქანების დაწვა, არ ვიცი... ისე საშინლად მიდიოდა ეს ყველაფერი ფანჯარასთან ახლოს ვერ მივდიოდით რომ გადაგვეხედა, შუქსაც ვერ ვანთებდით. საკვები არ იყო. დილით მოვახერხეთ გასვლა მარტო, მაღაზიაში არაფერი იყო, არც პური, არაფერი. დაკეტეს მაღაზიები. საჭმლის გარეშე ვიყავით, ჩვენს თვალწინ რამდენიმე ადამიანი მოკვდა, დაიხოცნენ ახალგაზრდები. არ ვიცი ვინ ვის ესროდა. 

აქ შედარებით უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ეს ოჯახიც არ ვიცით რამდენ ხანს შეძლებს ჩვენს შენახვას, ამათაც პატარა ბავშვი ჰყავთ... ვცდილობთ გავუძლოთ ამ ვითარებას. აეროპორტში წასვლას აზრი არ აქვს და ეს საკონსულმაც დაგვიდასტურა. ფრენები ფიზიკურად არ არის, როგორც ვიცი აეროპორტშიც შეიჭრნენ და დაიკავეს. 

სატელეფონო ზარებიც სწრაფად ითიშება. რამდენჯერაც საქართველოში ახლობლებს ვესაუბრე, ყოველ ჯერზე გაითიშა და დაიბლოკა ნომერი. ახლა გამიკვირდა თქვენ რომ გესაუბრებით და ჯერ არ გათიშულა. დღეს ჩემ ძმას ვესაუბრე და მითხრა, რატომ არ პასუხობ, ყველა გირეკავსო, მირეკავენ, მაგრამ აქ ზარები არ შემოდის, იბლოკება ნომრები"- თქვა მელაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system