თავში

"ქალაქს 34 მეტრიანი ტალღა დაარტყამს"- საპროტესტო აქცია სოფელ ნამოხვანში

"ქალაქს 34 მეტრიანი ტალღა დაარტყამს"- საპროტესტო აქცია სოფელ ნამოხვანში
ქალაქს 34 მეტრიანი ტალღა დაარტყამს- საპროტესტო აქცია სოფელ ნამოხვანში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

ადგილობრივები "ნამახვანის ჰესის" მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გარემოზე ზემოქმედების შედეგების არსებული დოკუმენტი ვერ ასახავს რეალობას და ამ დოკუმენტის ახლიდან შემუშავებას ითხოვენ.

მათი თქმით, ტერიტორიაზე არის ისეთი უნიკალური ჯიშის ვაზი, როგორიცაა ტვიში, უსახელოური და ხვანჭკარა. ტენიანობის მომატება კი მათ უნიკალურობას დაუკარგავს. 

"აქედან 20 კილომეტრში მდებარეობს ქუთაისი და კაშხლის დაზიანების შემთხვევაში, 19 წუთში ქალაქს 34 მეტრიანი ტალღა დაარტყამს,"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციას ეკოლოგები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system