თავში

ქალი მსჯავრდებულების გამოზრდილი ყვავილების სარეალიზაციოდ ბაზრობა მოეწყო

ქალი მსჯავრდებულების გამოზრდილი ყვავილების სარეალი
ქალი მსჯავრდებულების გამოზრდილი ყვავილების სარეალიზაციოდ ბაზრობა მოეწყო

N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების მიერ სათბურში გაზრდილი ყვავილების რეალიზაცია დაიწყო. თბილისის მერიის მხარდაჭერით მოწყობილ „თბილისურ ბაზრობაზე“ ყოველ შაბათ-კვირას ალბა, დანდური, წითელი მზესუმზირა, თურქული მიხაკი, ასტრა და პეტუნია გაიყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულებს ხელფასის სახით პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ.

„თბილისურ ბაზრობაზე“ დასაქმდა პირობითი მსჯავრდებული ქალიც , რომელსაც პროექტის ფარგლებში ახალი შემოსავალი გაუჩნდა.

მსჯავრდებულებს პროდუქციის რეალიზაციაში დახმარებას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი უწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system