თავში

ახალციხეში ქალის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

​ახალციხეში ქალის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც 39 წლის ქალს სცემეს, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

,,ახალციხეში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, პოლიციამ ინციდენტში მონაწილე პირების ვინაობა უკვე დაადგინა, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები", - განაცხადეს უწყებაში.

ახალციხეში ერთ–ერთი გარე მოვაჭრე, რომელიც ბოსტნეულს ყიდდა, გვერდით მდგომმა მწვანილების გამყიდველმა სცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system