თავში

ქალს კი არა, ცარიელ ქვაბსაც ვერ აიღებდა - შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის მამიდა

ქალს კი არა, ცარიელ ქვაბსაც ვერ აიღებდა - შანაე ბრუკის
ქალს კი არა, ცარიელ ქვაბსაც ვერ აიღებდა - შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის მამიდა

რაფიელ მურსაკულოვი, რომელსაც ავსტრალიელი მასწავლებლის, შანიე ბრუკის მკვლელობისთვის აქვს ბრალი წაყენებული,. მისი მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში, ზემო ვერაზე ცხოვრობდა. მის შესახებ უბნის მაცხოვრებლები ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტთან საუბრობდნენ. 

ბრალდებულის მამიდა ადასტურებს რაფაელ მურსაკულოვის "ქართულ ოცნებასთან" კავშირს და ამბობს, რომ პარტიის რაიონული განყოფილებისთვის აზერბაიჯანულ ადგილობრივ თემში კოორდინატორის ფუნქციას ასრულებდა. ამასთან, ბრალდებულის ახლო ნათესავი იმასაც ამბობს, რომ მისი ძმიშვლილის მიერ ჩადენილი მკვლელობის არ სჯერა და ფიქრობს, რომ მას აბრალებენ.

"ფეხიდან ამოუღეს ნერვი და ჩაუსვეს მარცხენა ხელში. ქალს კი არა, ცარიელ ქვაბსაც ვერ აიღებდა. არ ჰქონდა საერთოდ ძალა. შავი რეზინასავით როა, ის ეჭირა ხოლმე მუდმივად ხელში და უჭერდა", - თქვა ბრალდებულის მამიდამ. 

რაფაელ მურსაკულოვი შანაე ბრუკის მკვლელობიდან 40 დღის შემდეგ, საკუთარ სახლში დააკავეს. 31 ივლისს ავსტრალიელი ინგლისურის მასწავლებელი მთაწმინდის ფერდობზე მოკლული იპოვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system