თავში

ქალს, რომელიც მარნეულის კლინიკაში ბავშვთან ერთად მივიდა COVID-19 დაუდასტურდა

ქალს, რომელიც მარნეულის კლინიკაში ბავშვთან ერთად მივიდა COVID-19 დაუდასტურდა
ქალს, რომელიც მარნეულის კლინიკაში ბავშვთან ერთად მივიდა COVID-19 დაუდასტურდა

მარნეულის კლინიკაში ბავშვთან ერთად მისულ ახალგაზრდა ქალს COVID-19 დაუდასტურდა. ბოლნისის მერის დავით შერაზადიშვილის ინფორმაციით ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის ახლო კონტაქტების შესწავლასა და წყაროს დადგენას ცდილობენ.

რაც შეეხება ბავშვს, მას პირველადი ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა საეჭვო სიმპტომები აქვს და განმეორებითი ანალიზები უტარდება. 

დედა-შვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთიდან არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system