თავში

კამპანიას - ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ინფლუენსერები და ცნობილი სახეები უერთდებიან

კამპანიას - ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ინფლუენსერები და ცნობილი სახეები უერთდებიან
კამპანიას - ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ინფლუენსერები და ცნობილი სახეები უერთდებიან

ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას - „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ინფლუენსერები, საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც იდეები გაცვალეს და კამპანიის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.

ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების ხელშეწყობა, მისი აუცილებლობისკენ მოწოდება და იმუნიზაციის პროცესის შესახებ მოსახლეობაში ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელება - ეს ჯგუფის წევრების მთავარი მიზნებია.

იდეის ავტორი, სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი, კომპანია "influencer.ge" - ის დამფუძნებელი ნინა პერტენავა აცხადებს, რომ ჯგუფს ათეულობით თანამოაზრე უკვე ჰყავს. ისინი პერმანენტულად სხვადასხვა აქტივობას დაგეგმავენ და განახორციელებენ.

„ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, კვლავ ძალიან რთული გამოწვევის წინაშეა. პანდემიას დასასრული არ უჩანს, ამიტომ ვთვლი, რომ მასთან ბრძოლა ქვეყნის ყველა მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობაა. ვაქცინაცია კი პანდემიის დასრულების ერთადერთი და უალტერნატივო გზაა!

ჩემი ორგანიზაცია influencer.ge შეუერთდა სოციალურ კამპანიას „ავიცრათ ერთმანეთისთვის“, რომელიც აერთიანებს საქართველოში ცნობილ ადამიანებს, ინფლუენსერებს, ბლოგერებს, ვლოგერებს, საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, სპეციალისტებს...

დღეს ჩვენ - ყველას გვაქვს თავისუფალი არჩევანი - გავიკეთოთ თუ არა აცრა და ამ არჩევანის სიზუსტეში უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი. სწორედ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებამდე ზუსტი ინფორმაციის მიტანა შეგვიძლია. საუბარია პროფესიონალების რეკომენდაციებზე, რჩევებზე, დასკვნებზე, კვლევებზე... სწორედ ამ კუთხით ვაპირებთ აქტიური კამპანიის წარმართვას.

ჩვენ გვერდით არიან: კომუნიკაციის, პიარის სპეციალისტები, ჟურნალისტები, მომღერლები, მსახიობები, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები...ყველა, ვისაც საზოგადოება კარგად იცნობს და ენდობა. ჩვენი გზავნილები იქნება სიყვარულით გაჯერებული და არავითარ შემთხვევაში არ გვექნება ხისტი, აგრესიული პოზიცია.

გარშემო ისედაც პანდემიით გამოწვეული სტრესული ფონი გვაქვს, ყოველდღე ათეულობით ძვირფას ადამიანს ვკარგავთ, ქვეყანა განვითარების ძველ რიტმს ვეღარ უბრუნდება...

თუკი ადამიანებს ექნებათ ზუსტი ინფორმაცია, აღარ დარჩებათ კითხვები და დაიჯერებენ, რომ ვაქცინა მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, პირიქით, მათ სიცოცხლეს იცავს, აუცილებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას და სულ უფრო მეტი მოქალაქე მიაკითხავს აცრის პუნქტებს. ეს მართლაც ერთადერთი გზაა პანდემიის დასასრულებლად“, - აღნიშნა ნინა პერტენავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system