თავში

კანაფის მოხმარება ინსულტის რისკს ზრდის

კანაფის მოხმარება ინსულტის რისკს ზრდის
კანაფის მოხმარება ინსულტის რისკს ზრდის

CNN-ის ცნობით, ახალგაზრდები, რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას, რისკ ჯგუფთა იმ ნაწილს განეკუთვნებიან, რომლებსაც გულის პრობლემები გააჩნიათ. ეს ამერიკის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ასოციაციის კვლევით დასტურდება.  მკვლევართა დასკვნით, მარიხუანის ხშირად მომხმარებელი ახალგაზრდები, ინსულტის რისკის წინაშე დგანან.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მარიხუანის მომხმარებელთა 52 %-ს აქვთ არითმია, გაძლიერებული გულისცემა და ტკივილები გულის არეში.

მკვლევარების მიერ წარდგენილი დასკვნების თანახმად, ადამიანები, რომლებიც თვეში 10-ჯერ ან მეტჯერ მოიხმარენ მარიხუანას, მათთვის ინსულტის რისკი 2.5 ჯერ მეტია განსხვავებით მათგან, რომლებიც არ ეწევიან კანაფს.

"კანაფის 15– დან 24 წლამდე ასაკის მომხმარებლებს აქვთ 1,28-ჯერ მეტი შანსი, რომ გულის პრობლემის გამო მოხვდნენ საავადმყოფოში, ხოლო 25– დან 34 წლამდე ასაკის პირებს აქვთ 1.52 – ჯერ მეტი შანსი. კანაფის ადამიანის ცნობიერებაზე მოქმედებს მიოხმარებიდან 15 წუთში და მისი მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე გრძელდება დაახლოებით სამი საათის განმავლობაში. მისი შედარებით დაბალი დოზით მოხმარება  სწრაფ გულისცემას იწვევს, მაღალი დოზის მიღებისას გულისცემას გაცერებამდე ანელებს," - განმარტავს კვლევის მონაწილე ექიმი რიკინკუმარ პატელი.

”ახალგაზრდებში არითმიასთან დაკავშირებული პრობლემები კანაფის მოხმარების მიზეზი ხშირადაა. ეს ექიმების უმთავრესი საზრუნავი უნდა გახდეს,” - ამბობს ექიმი.

შეგახსენებთ, საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია.  მთავრობამ საქართველოში მარიხუანას წარმოების ლეგალიზება სცადა, რაც კანაფის ექსპორტზე გატანასა და ეკონომიკური სარგებლის მიღებას ითვალისწინებდა, თუმცა სამოქალაქო სექტორისა და საპატრიარქოს ფართომასშტაბიანი აქციებისა და პროტესტის გამო, საქართველოში კანაფის კულტივაციისა და ექსპორტზე გატანის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system