თავში

კარანტინში ინფიცირებული პაციენტებიც მოთავსდებიან

კარანტინში ინფიცირებული პაციენტებიც მოთავსდებიან
კარანტინში ინფიცირებული პაციენტებიც მოთავსდებიან

საკარანტინო სივრცეების ნაწილში, შესაძლოა, კორონავირუსის მქონდე, თუმცა უსიმპტომო პაციენტები განთავსდნენ. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, უსიმპტომო პაციენტებს, მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, კლინიკებში გადაიყვანენ. 

„ჩვენ რატომ ვერ წავედით ბინაზე მკურნალობის მოდელზე? ბინაზე ბევრი ხალხი ცხოვრობს და ოჯახისთვის თითოეული ინფიცირებული რისკია, სახლში თვითიზოლაციის საშუალება არ აქვთ. 

დღეს საავადმყოფოში პაციენტების დიდი ნაწილი უსიმპტომოა, თუმცა, მაინც კლინიკაში იმყოფება. ასეთი პაციენტისთვის ოპტიმალური იქნება ან ოჯახში ყოფნა თუ ექნებოდა შესაბამისი გარემო ან სასტუმროში გადაყვანა. ეს მოდელი ჩვენ გაზაფხულზე გამოვცადეთ. დღეის მდგომარეობით მობილიზებულ 500 საწოლში 166 საწოლი არის თავისუფალი. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების სამართავად, ჩვენ შეგვიძლია ორი გზა გამოვიყენოთ: 1. დავამატოთ, საწოლები. უკვე არის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ის კლინიკები, ვინც უნდა ჩაერთოს ეტაპობრივად, თუ კი ამის საჭიროება იქნება და მეორე გზა, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ეს იქნება საკარანტინო სასტუმრო, ასიმპტომური პაციენტების სამართავად. უსიმპტომო პაციენტის კლინიკაში სავალდებულო 14 დღის ნაცვლად, დარჩება 10 დღე, 4 დღე შეიძლება თავისუფლად შემცირდეს და გადავიყვანოთ ასეთი პაციენტი სასტუმროში, სადაც მეტად კომფორტული პირობა ექნება და სამედიცინო მეთვალყურე ეყოლება“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ეს არის იგივე საკარანტინო სასტუმრო, თუმცა, იქ არის უფრო მეტი და უფრო მეტად მომზადებული სამედიცინო პერსონალი, ვიდრე ჩვეულებრივ საკარანტინო სასტუმროში.

აღნიშნული ცვლილება შეეხება თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საკარანტინო სივრცეებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system