თავში

კარანტინში მოთავსებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

კარანტინში მოთავსებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
კარანტინში მოთავსებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 1 139 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსი ერთ პირს, 44 წლის ქალს დაუდასტურდა. 

გიორგიძის თქმით, კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელსაც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს და კარანტინში იყო მოთავსებული.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირება კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა. შემთხვევათა საერთო რაოდენობა 981 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე განთავსდა.

გაიზარდა გამოჯანრთელებულთა რაოდნეობაც. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი კიდევ 5 ინფიცირებულს აღარ დაუდასტურდა. შედეგად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 851 გახდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system