თავში

ქარელში ავარიისას დაშავებული მეორე ადამიანიც გარდაიცვალა

ქარელში ავარიისას დაშავებული მეორე ადამიანიც გარდაიცვალა
ქარელში ავარიისას დაშავებული მეორე ადამიანიც გარდაიცვალა

ქარელში, ავარიის შედეგად დაშავებული მეორე ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის განმარტებით, პაციენტი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში, მრავლობითი ჭრილობებით შეიყვანეს. 

"ავტოსაგზაო შემთხვევიდან შემოიყვანეს ერთი პაციენტი, შოკურ მდგომარეობაში, მრავლობითი ჭრილობებით და მრავლობითი დაზიანებებით. პაციენტი იყო უგონო მდგომარეობაში. მაშინვე დაიწყო რეანიმაციული და ქირურგიული ღონისძიებები, მაგრამ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა" - განაცხადა ექიმმა. 

ცნობისთვის, ქარელში მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ავტომობილი საცხოვრებელ სახლთან ბორდიურზე შევარდა და იქვე მყოფ რამდენიმე ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, 

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system