თავში

ქარელში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქარელში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ქარელში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქარელში, რუსთაველის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდების გარდაცვალება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

სახლში მყოფი კიდევ ერთი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გარდაცვლილი მამაკაცები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system