თავში

კარგად ვარ, მძევლები კარგად არიან - გალდავა

კარგად ვარ, მძევლები კარგად არიან - გალდავა
კარგად ვარ, მძევლები კარგად არიან - გალდავა

"კარგად ვარ, მძევლები კარგად არიან," - ეს მოკლე კომენტარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში მისვლისას გააკეთა.

გალდავა  „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის მიერ აყვანილ მძევლებს შორის იყო.

წალენჯიხის პოლიციაში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"არავის დაზიანება არ აქვს. ყველა მძევალთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაზიანებები არ აქვს არც ერთ მძევალს,"- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან  ყველა მძევალი გათავისუფლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system