თავში

კარგად ვიცი სად ვბრძანდები, ეს დარბაზი და გალიაც ჩემი აშენებულია - სააკაშვილი

კარგად ვიცი სად ვბრძანდები, ეს დარბაზი და გალიაც ჩემი აშენებულია - სააკაშვილი
კარგად ვიცი სად ვბრძანდები, ეს დარბაზი და გალიაც ჩემი აშენებულია - სააკაშვილი

მე სად ვბრძანდები ძალიან კარგად ვიცი - ეს დარბაზი ჩემი აშენებულია; დროშა, რომელიც თქვენს უკან არის, ჩემი გაკეთებულია; ეს სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია; ეს აუდიტორიაც ჩემი გაკეთებულია, ეს გალიაც ჩემი აშენებულია, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს ნინო ჩახნაშვილს სასამართლო პროცესზე მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მას წესრიგისკენ მოუწოდა და განუმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის სასამართლოს პატივს არ სცემს და მისი პორცესზე მხოლოდ ხალხს მიმართავს.

„სად ვარ, თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება. ყველაფერი რაც ქვეყანაშია გაკეთებული და რაც აქამდე არ გააფუჭეს, ჩემი გაკეთებულია, თქვენი ახსნა-განმარტება და „ნუცას სკოლა“ არ მჭირდება. ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენგან განსხვავებით ოთხი იურიდიული უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. არავითარ პატივს არ ვცემ ივანიშვილის სასამართლოს. ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ. ჩამოვედი ამ ქვეყანაში და მივმართავ ჩემს ხალხს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system