თავში

კარგი იქნებოდა, ეს "ქალბატონი" გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო - ანიტა რაჭველიშვილი

კარგი იქნებოდა, ეს "ქალბატონი" გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო - ანიტა რაჭველიშვილი
კარგი იქნებოდა, ეს ქალბატონი გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო - ანიტა რაჭველიშვილი

ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ხელმოწერილ ბრძანებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, თუ ქორ­წი­ნე­ბი­დან 1 წელი არ არის გა­სუ­ლი, ქალი ინ­ ვიტ­რო (ხელოვნურ) გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას ვე­რ შეძ­ლებს

"ეს უბრალოდ გულის ამრევია! დისკრიმინაცია და სხვისი ცხოვრებით თამაშია! ეს “ქალბატონი” კარგი იქნებოდა ადამიანების უფლებების დარღვევისთვის გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო!" - წერს რაჭველიშვილი. 

ცნობისთვის, ცნო­ბის­თვის, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა 25 აგ­ვის­ტოს ბრძა­ნე­ბას მო­ა­წე­რა ხელი. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის წეს­ში ცვლი­ლე­ბე­ბი 2020 წლის 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბამ­დე ნო­ტა­რი­უ­ლად და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მხა­რე შე­იძ­ლე­ბა იყოს “ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის­გან შემ­დგა­რი წყვი­ლი, რომ­ლის მი­ზან­საც წარ­მო­ად­გენს ექ­სტრა­კორ­პო­რუ­ლი გზით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის აღ­ზრდა” იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი:

  • იმ­ყო­ფე­ბი­ან ქორ­წი­ნე­ბა­ში და ქორ­წი­ნე­ბი­დან გა­სუ­ლია სულ მცი­რე, 1 წელი;
  • იმ­ყო­ფე­ბი­ან ფაქ­ტობ­რივ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში, სულ მცი­რე, უკა­ნას­კნე­ლი 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ფაქ­ტობ­რივ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში ყოფ­ნის ფაქ­ტი ნო­ტა­რი­უ­სის წი­ნა­შე უნდა და­დას­ტურ­დეს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბით.

მინისტრის ბრძანება ასევე გააკრიტიკა სუროგაციის ცენტრის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელმა, მარიამ კუკუნაშვილმა. 

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ და განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან ერთად, იღებს რეგულაციებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობის დანაშაულის ჩადენა და ამასთანავე მოახდინოს პრევენცია იმისა, რომ საქართველოდან გაყვანილი სუროგაციით დაბადებული ბავშვი წამების, არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი არ გახდეს. მათი განმარტებით, სწორედ აღნიშნულის პრევენციას ემსახურება ფაქტი, რომ N18 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლითაც საქართველოში სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის შესახებ ნოტარიუსის წინაშე გასაფორმებელი ხელშეკრულების თავისებურებები მორიგჯერ დაზუსტდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად მინისტრმა, თეა წულუკიანმა და განმარტა, რომ არავითარი ახალი წესი ხელოვნური განაყოფიერების პროცესში არ შემოდის. მისი თქმით, ახალი რეგულაცია შეეხება სუროგაციის სერვისით მოსარგებლე წყვილებს და ამიერიდან მათ თანაცხოვრების ნამდვილობის დადასტურება მოუწევთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system