თავში

ქარის გამო ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება - PHOTO

ქარის გამო ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება - PHOTO
ქარის გამო ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება - PHOTO

 თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 121 ნომერში ძლიერი ქარის გამო, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე 12 სახანძრო სამსახური მუშაობს. დამწვარია 500 კვმ ფართი. ცეცხლი თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის საწყობს გაუჩნდა. იწვის მუყაოს ყუთები, რომელიც შენობაში იყო დასაწყობებული. 

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ამ დროისთვის ხანძრის სხვა შენობებზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system